EasyGo - მოგზაურობა საქართველოში

მოხმარების წესები და პირობები
მოხმარების წესები და პირობები

1. ზოგადი დებულებები

1.1. ვებგვერდის მომხმარებელი / ვიზიტორი - www.easygo.ge (შემდგომში - საიტი) ვალდებულია ვებგვერდზე მომსახურების მიღებამდე ქვემოთ ჩამოთვლილი წესების/შემდგომში გამოყენების პირობები წაიკითხოს;
1.2. გამოყენების პირობებთან შეუსაბამობა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მომსახურებების შეძენისგან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან.

 

2. საიტის არსი

2.1. საიტი არის ინტერნეტ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო ტურ-ოპერატორთან დაკავშირება და ვებ-გვერდზე მითითებული მომსახურების მიღება ;
2.2. ვებ-გვერდზე მომსახურების მიღებისას ავტომატურად კავშირდება მომხმარებელი და შესაბამისი ტურ-ოპერატორი ელექტრონული ფორმით, რომლის მიხედვითაც ტურ-ოპერატორი უზრუნველყოფს მომსახურებას და მომხმარებელი იღებს მას. საიტი არ არის მომსახურების ხელშეკრულების მხარე და შესაბამისად, მომსახურების მიღების შემდეგ ვებ-გვერდი არიღებს პასუხისმგებლობას კერძო ტურ-ოპერატორსა და მომხმარებელს შორის წარმოშობილ რაიმე სახის უთანხმოებაზე;
2.3. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების საფასური ტურ-ოპერატორთან ადგილზე, ნაღდი ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
2.4. მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდი მაქსიმალურად აკონტროლებს კერძო ტურ-ოპერატორთა მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხს, საიტი არ აგებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია კერძო ტურ-ოპერატორის მიერ მომსახურების არარეალიზების ან / და არასათანადო პირობებით;
2.5. საიტი არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის უზუსტობის, შეუსაბამობის და სხვა მსგავსი გარემოებების შესახებ;
2.6. ვებსაიტს უფლება აქვს, დაეხმაროს მომხმარებელს გონივრულ ფარგლებში, ტურ-ოპერატორთან დავების / უთანხმოებების მოგვარებაში, თუმცა აღნიშნული არ არის საიტის ვალდებულება;
2.7. გამოყენების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა გამოყენების წესებთან დაკავშირებით ექვემდებარება საქართველოს სასამართლოების იურისდიქციას.