EasyGo - ერთ დღიანი ტური კახეთში

ტურები
ტურის შესახებ

ერთ დღიანი ტური კახეთში


ჩვენი მძღოლი შეგხვდებათ თქვენ მიერ შეთანხმებულ დროსა და ადგილზე. მარშრუტი წარიმართება აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში - კახეთში. პირველი გაჩერება გომბორის უღელტეხილზე იქნება, რომელიც მდებარეობს 1610 მეტრის სიმაღლეზე, რომელიც ცნობილია უნიკალური ტყის მასივითა და კავკასიონის მთების პანორამული ხედებით. გაემგზავრეთ თელავში და მოინახულეთ მეფე ერეკლეს მეორეს სასახლე, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მეომარი მეფე. ისარგებლეთ მოკლე ფოტოსესიით. შემდეგი გაჩერება იქნება წინამძღოლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ მუზეუმში. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინო და დაათვალიეროთ საკმაოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოეტის ულამაზესი ინგლისური სტილის ბაღი და მარანი, გამგზავრება სიღნაღში - სიყვარულის ქალაქში. სიღნაღი ის ადგილი იყო, სადაც ხალხი მტრის შემოსევების დროს იმალებოდა ახლომდებარე სოფლებიდან. ქალაქი გარშემორტყმულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კედლით და მას 23 კოშკი იცავს. ქალაქის პატარა ქუჩებში სიარული და ალაზნის ველზე პანორამული ხედების დათვალიერება მოგზაურობის დაუვიწყარი მოგონება იქნება. ეწვიეთ ბოდბის მონასტერსა და იმ ადგილს, სადაც დაკრძალულია წმინდა ნინო, რომელმაც საქართველო X საუკუნეში მოაქცია ქრისტიანობისკენ. გამგზავრება თბილისში.

 


ფასში შედის: ყველა მარშრუტით გათვალისწინებული ტრანსფერი.

დამატებითი შესაძლებლობები: ლაშქრობა, ცხენოსნობა, კემპინგი, ღვინის დაგემოვნება.

რეკომენდირებული სამზარეულო: ადგილობრივი სალათი ნიგოზით, ადგილობრივი ყველით, ღორის მწვადი, ხაშლამა და ოჯაქური.
ცნობილი ღვინოები: საფერავი, რქაწითელი, მუკუზანი, ქინძმარაული, ხიხვი, ქისი, მწვანე, თავკვერი.

(სრულად ნახვა)
ტურის დაგეგმვა

ფასი:
სქესი:
ენები:
მარშუტის სიგრძე: 273 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა: 04:08 სთ
საწვავის ტიპი: