EasyGo - ტური მცხეთაში და გორში

ტურები
ტურის შესახებ

ტური მცხეთაში და გორში


მოგზაურობა წარიმართება აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით. მცხეთა იყო საქართველოს სამეფოს დედაქალაქი ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან და არის ერთერთი უძველესი ქალაქი და კულტურულ-რელიგიური ცენტრი. მოგზაურობა მიგიყვანთ ჯვრის მონასტერში, რომელიც არის ნამდვილი ადრეული არქიტექტურული შუასაუკუნეების ხანის ბორცვზე აგებული შედევრი. ბორცვიდან იშლება არაგვისა და მტკვრის ხედები.
მოგვიანებით ეწვიეთ სვეტიცხოვლის ტაძარს, წმინდა ადგილს, სადაც ინახება ქრისტეს კვართი, და გეძლევათ შესაძლებლობა მოისმინოთ სამთავროს მონასტრის უნიკალური ისტორია აგრეთვე ეწვიოთ შიომღვიმის მონასტერს. ისტორიის მორიგი ნაბიჯი იქნება გორი, სტალინის სამშობლო, სტალინის სახლ-მუზეუმის მონახულება, მუზეუმი და სტალინის პირადი მატარებლის ვაგონი. სტალინის მუზეუმში საშუალება გაქვთ ნახოთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიქტატორის უნიკალური ფოტოები, საჩუქრები და ავეჯი. მუზეუმის შემდეგ გორში შეგიძლიათ ისადილოთ.
მღვიმე ყოველთვის არის ანტიკურობის ნაწილი, ამიტომ შემდეგი დანიშნულებაა ქალაქი უფლისციხე, რომელიც მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კლდოვან მთაზე. ციხე მოხსენიებულია ქრონიკებში და თარიღდება ადრეული ხანებით,მისი ისტორია დაიწყო პირველ ათასწლეულში და იგი ცნობილი გახდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი დასახლება.


ფასში შედის: ყველა მარშრუტით გათვალისწინებული ტრანსფერი.
დამატებითი შესაძლებლობები: ლაშქრობა, კემპინგი, ღვინის დეგუსტაცია.
რეკომენდირებული სამზარეულო: ხინკალი, ჩურჩხელა, ლობიანი, ქოთნის ლობიო, ნაყინი ღვინით.

(სრულად ნახვა)
ტურის დაგეგმვა

ფასი:
სქესი:
ენები:
მარშუტის სიგრძე: 235 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა: 03:03 სთ
საწვავის ტიპი: