EasyGo - ღვინის ტური კახეთში

ტურები
ტურის შესახებ

ღვინის ტური კახეთში


თქვენ იმოგზაურებთ კახეთში სადაც დააგემოვნებთ საქართველოში არსებულ საუკეთესო ღვინოებს. თქვენი ვიზიტით გაეცნობით თიხის ჭურჭელში ღვინის დამზადების ტრადიციულ ქართულ მეთოდს და დააგემოვნებთ რამოდენიმე ქარხნულ ღვინოს. დარჩით ძველ ქალაქ სიღნაღში, რომელიც გარშემორტყმულია შთამბეჭდავი გალავანით და გაჰყურებს კავკასიოინის ქედებს.
მოგზაურობის მთავარი დანიშნულების ადგილია მეღვინეობა ხარება, რომელიც მდებარეობს ყვარელში, ალაზნის ველის განაპირას მდებარეობს „მეღვინეობა ხარებას“ უნიკალური ღვინის საცავი - გვირაბი. გვირაბი კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი, იგი 1962 წელს სპეციალურად ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისთვის გაიხსნა და ამჟამად „მეღვინეობა ხარება“-ს ღვინის საცავს წარმოადგენს. აქ რამდენიმე ათეული წელი ინახებოდა კახეთის რეგიონის საუკეთესო ღვინოები. მასში მთელი წლის მანძილზე შენარჩუნებულია ბუნებრივი ტემერატურა 12-14 C გრადუსი, ხოლო ტენიანობა 70%-ს შეადგენს, რაც იდეალურ პირობას ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისათვის.
გვირაბში წარმოდგენილია ორი მთავარი და 13 მათი დამაკავშირებელი 500 მეტრიანი გვირაბი. აღნიშნული კონსტრუქციის საერთო სიგრძე 7.7 კმ-ია. გვირაბის ორივე შესასვლელს თავისი დაიშნულება აქვს, პირველი ე.წ ტურისტული მნიშვნელობისაა, ხოლო მეორე ინდუსტრიული, სადაც დიდი რაოდენობით მეტალისა დამუხის ჭირჭელში ხდება ღვინის შენახვა, მოვლა და დავარგება. აქვე არის ბოთლირებული ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 25 000 ბოთლზე მეტი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება.

 

ფასში შედის: ყველა მარშრუტით გათვალისწინებული ტრანსფერი.

დამატებითი შესაძლებლობები: ლაშქრობა, ცხენოსნობა, კემპინგი, ღვინის დაგემოვნება.რეკომენდირებული

სამზარეულო: ადგილობრივი სალათი ნიგოზით, ადგილობრივი ყველით, ღორის მწვადი, ხაშლამა და ოჯაქური.
ცნობილი ღვინოები: საფერავი, რქაწითელი, მუკუზანი, ქინძმარაული, ხიხვი, ქისი, მწვანე, თავკვერი.

(სრულად ნახვა)
ტურის დაგეგმვა

ფასი:
სქესი:
ენები:
მარშუტის სიგრძე: 308 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა: 04:39 სთ
საწვავის ტიპი: